აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია რუსთავის მერიაში, რუსთავის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

“აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს და მიღწეულ შედეგებთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსთავის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს მათი საჭიროებების მოგვარების გზებზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები