კობა მურადაშვილმა დმანისის საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, რაც მრავალმხრივი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებით განხორციელდა საჭირო ცვლილებები. აღინიშნა, რომ დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წელსაც გაგრძელდება.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქ დმანისისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები