20 იანვარს იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი 143 წლის იუბილეს აღნიშნავს

20 იანვარს იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი 143 წლის იუბილეს აღნიშნავს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

“ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლის შენობაში გრანდიოზულად გაიხსნება თეატრის ვარსკვლავი, მოეწყობა თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა, ხოლო თეატრის დასი გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს გაუკეთებს ინსცენირებას თამარ პოპიაშვილის რეჟისორობით. ღონისძიების წამყვანი ნიკა წულუკიძე.

ღონისძიებაზე თეატრალური საზოგადოების დამსახურებული წარმომადგენლების გარდა მოწვეულნი არიან ცენტრალური, ადგილობრივი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში დაიწყო სცენისმოყვარეთა კოლექტივების ჩამოყალიბება, ხოლო ქ. დუშეთში სწორედ ამ პერიოდში, 1880 /წლის 20
იანვარს, დაფუძნდა პირველი სახალხო თეატრი, პირველ სპექტაკლად კი გიორგი
ერისთავის ,,გაყრა” იქნა არჩეული, სადაც მთავარი როლი ნატო გაბუნიამ შეასრულა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები