ერგნეთში დღეს რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.

როგორც ცნობილი გახდა, უსაფრთხოების გარდა, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

ბოლო შეხვედრა ერგნეთში გასული წლის ნოემბერში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები