ონის მერმა 2022 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2022 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

“მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე წელს შესრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები, რომლის გათვალისწინება მოხდება მომდევნო წლის პრიორიტეტის გეგმაში. ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს: სოციალურ თემატიკას, ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნას და იმ პრობლემებს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა წარმომადგენლებს მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობისთვის, სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმირებისა და დროული რეაგირებისთვის.
მერის განცხადებით, 2023 წელი ერთობლივი თანამშრომლობით, მონდომებით და პასუხისმგებლობით გაცილებით ნაყოფიერი და ეფექტური იქნება ონის მუნიციპალიტეტისთვის.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს “ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი – ნიკოლოზ მაისურაძე და შპს ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დირექტორი – კახაბერ ჩიკვილაძე”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები