ლაგოდეხში დრამატული და თოჯინების თეატრის დასმა სპექტაკლი „იდილია” წარადგინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დრამატული და თოჯინების თეატრის დასმა სპექტაკლი „იდილია” გამართა. რეჟისორმა, რაჟდენ კერვალიშვილმა, ედუარდო დე ფილიპოს „რისკი”-ს და ანტონ ჩეხოვის „დათვი”-ს პიესის მიხედვით შექმნილი სპეკტაკლი, ახლებური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერპრეტაციით, ლაგოდეხელ მსახიობებთან ერთად წარმოადგინა.

პრემიერას, თეატრის მოყვარულ საზოგადოებასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრთან არსებულმა, დრამატული და თოჯინების სახალხო თეატრებმა, 2022 წელს შემდეგი პრემიერები გამართა: დრამატული სახალხო თეატრი – „ქვრივები” – სლავომირ ბროჟეკის პიესის მიხედვით, „იჭვიანი” – რაფიელ ერისთავის პიესის მიხედვით.

აქტიური სეზონით გამოირჩეოდა თოჯინების სახალხო თეატრი გასვლითი სპექტაკლებით. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და რანის სპორტულ მოედანზე იმართებოდა სპექტაკლები: „მზიური”, „მეგობრობის ძალა”, „მხატვარი მელია”.

ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები