გორში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

 

გორში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე საახალწლო სანათების მონტაჟი სტალინის გამზირზე მიმდინარეობს. “სადღესასწაულო დეკორაციებით ქალაქის თითქმის ყველა უბანი გაფორმდება. უახლოეს დღეებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება მთავარი ნაძვისხის მონტაჟიც.

სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები