თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უფასო ოფთალმოლოგიური აქციის მიმდინარეობას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციის ფარგლებში, 800-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირს ოფთალმოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად, საჭირო სათვალეები უფასოდ გადაეცათ.
„აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით გაიმართა.
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები