ონის მერია: საბავშვო ფილმების ფესტივალზე ონელი ბავშვები დაჯილდოვდნენ

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა” წელს მეთორმეტედ ჩატარდა, სადაც 16 ქვეყნის 40 ფილმი იყო წარმოდგენილი.
ონის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე ონელი მოზარდების მიერ გადაღებულმა ფილმებმა საპრიზო ადგილი მოიპოვა.

“ნომინაცია საუკეთესო მონტაჟი ფილმი “სანამ ვერთობოდით” სცენარის ავტორი – მარიამ ჩიხრაძე, რეჟისორი – ელენე დვალიძე.
ნომინაცია საუკეთესო მსახიობი გოგონა – ბარბარე გაგნიძე, ფილმი “არ ხარ მარტო”.

პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს და მსოფლიოს გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება.
საკონკურსო პროგრამა შეაფასა ჟიურიმ რომლის შემადგენლობაშიც შედიან პროფესიონალი კინოხელოვანები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ბავშვებს საპრიზო ადგილის მოპოვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები