დავით ფაცაციამ ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები დაურიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  ხონის დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღს ესტუმრა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე დავით ფაცაციამ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება – სათამაშოები გადასცა.

„პოზიტიური და თბილი შეხვედრა გვქონდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან – დევნილ ბავშვებთან.
შეხვედრაზე, ქ. ხონის დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება – სათამაშოები გადავეცით და სასიამოვნოა, რომ შევძელით პატარების თუნდაც მცირედით გახარება“, –  განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები