გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 6 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 6 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ეს მიმართულებებია: ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ეკონომიკური განვითარება.

“წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე წარედგინა საკრებულოს განსახილველად.
შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, წარმომადგენლობითი ორგანო მერიას დოკუმენტს უკან დაუბრუნებს რეაგირებისთვის.
აღმასრულებელ ორგანოს შენიშვნების გასათვალისწინებლად და საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის მორიგი ვერსიის წარსადგენად ვადა არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე აქვს.
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მომზადდა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2023-2026) მიხედვით.
პრიორიტეტების დოკუმენტი შემუშავდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები