ლაგოდეხში “მხიარული სტარტები” გაიმართა

ლაგოდეხის სპორტული კომპლექსის დარბაზში, სოფელ გიორგეთის, ბაისუბნის, ჭაბუკიანისა და ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის „მხიარული სტარტები ” გაიმართა,- ინფორმაციას ამის შესახებ ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

“თამაშები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა და გამარჯვება სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
1-ელი ადგილი სოფ. ბაისუბნის საჯარო სკოლა.
2-ე ადგილი სოფ. გიორგეთის საჯარო სკოლა.
3-ე  ადგილი ლაგოდეხის N 3 საჯარო სკოლა.
გამარჯვბული გუნდები შესაბამისი მედლებითა და
სიგელებით დაჯილდოვდნენ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები