ქართულ ბაზარზე პური გაიაფდა

ქართულ ბაზარზე პური იაფდება. კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები 10 თეთრით შეამცირა.

როგორც “კვირას” პურის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასების კლებისა და ადგილობრივი მოსავლის ზრდის ფონზე ხორბლისა და შესაბამისად ფქვილის ფასებმა საქართველოს ბაზარზეც დაიკლო. მათივე განმარტებით, ამ ფონზე მეპურეების მხრიდან გამოიკვეთა მზაობა, რომ პურის ფასმა, პირველადი მოთხოვნილების სეგმენტზე დაიწიოს.

“კომპანიების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება პურის გაიაფებაზე. ეს უკავშირდება, როგორც საერთაშორისო ფასების კლებას, ისე კონკურენციას და ადგილობრივი მოსავლის ზრდას. ფასები კიდევ უფრო დაიწევდა, რომ არა წყლისა და ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადები”, – განაცხადა პურის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა მალხაზ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები