ლაგოდეხის სახელით “ბათუმის მერიის თასი 2022”- ში მონაწილე ლიკა ბუზალაძე მე-5 ადგილზე გავიდა

ბათუმში, მე-6 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი 2022″ გაიმართა, რომელშიც წელს 10 ქვეყნის 400-მდე მაღალი რანგის მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
ლაგოდეხის სახელით მონაწილეობა მიიღო ლიკა ბუზალაძემ, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალზე, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, მე-5 საპრიზო ადგილი დაიკავა (ვაჟთა და გოგონათა შორის).
ლაგოდეხის მერია  მოჭადრაკეს წარმატებულ ასპარეზობას ულოცავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები