გორში სპეცოპერაციისას 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს

გორში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
ერთი შუახნის კაცი სამართალდამცველებმა კომბინატის დასახლებაში აიყვანეს. ის ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის წმინდა წყლის ტერიტორიაზე დააკავეს და უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადგილზე განუცხადა, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

“შიდაქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართვეკლლოს მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებული იქნა რამდენიმე რეალიზატორი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით ინფორმაციას, განცხადებას და ფარულ ჩანაწერბს პრესსამსახური გაავრცელებს”, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გორში სპეცოპერაცია დილიდან, ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები