გორში მდინარე „მეჯუდის” კალაპოტი იწმინდება

გორში, მდინარე „მეჯუდის” კალაპოტისა და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაგეგმილია მდინარის ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთის გასუფთავება.

სამუშაოები პაპაიტაშვილის ქუჩიდან მდინარე „ლიახვის” შესართავამდე ჩატარდება.

კალაპოტი იწმინდება სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, მცენარეებისგან და ლამისგან.

პროცესი სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება.

სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები