სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს

​გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

მათივე ცნობით, 4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები