ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი – „საზაფხულო ბანაკი 2022″ გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი „საზაფხულო ბანაკი 2022″ გრძელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“პროექტი, რომელიც „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში ფინანსდება, ბაკურიანში ხორციელდება.
ბანაკი ხვალიდან ახალგაზრდების ბოლო ნაკადს მასპინძლობს.
ბანაკის პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. ახალგაზრდებს  უტარდებათ შემეცნებითი ტრენინგები სხვადასხვა თემების შესახებ. ისინი აქტიურად არიან ჩართულები კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.
ბანაკი, ჯამში კონკურსის წესით შერჩეულ 200 ბენეფიციარს მასპინძლობს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი” ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები