გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები