ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრულდება.

გორის მერიის ინფორმაციით, მალე დაიწყება ასფალტის დაგების სამუშაოები.


სარეაბილიტაციო მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 881 მეტრია, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.


ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, რეაბილიტირდება გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები