გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის სამუშოებს ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გორში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის ღონისძიებებს ახორციელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიზანი, სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან მცენარეების დაცვაა. ამასთან ერთად, სკვერებსა და პარკებში საჭიროებისამებრ ირწყვება ნარგავები და ყოველდღიურად ითიბება ბალახიც.
სააგენტოს მიერ, სკვერებში უკვე გამოიცვალა დაზიანებული გარე განათების ნათურები. ხიდებზე, ბორდიურებსა და ქვეითთა გადასასვლელებზე კი აქტიურად გრძელდება სამღებრო სამუშაოები

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები