დღეს დიდგორობაა

დღეს დიდგორობაა. ქვემო ქართლში, თეთრიწყაროში დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთდება.

სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.

სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა. ასევე, საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორიდ ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 1121 წლის ამ ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები