საგარეჯოს მერი: მჭიდროდ დასახლებულ ლოკაციებზე, სადაც არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, მიზნად დავისახეთ და ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს

საგარეჯოში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და რობაქიძის  ქუჩების მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად გეგმური მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე მოინახულა.

ვიზიტისას, მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს დაპირებული პროექტის სისრულეში მოყვანისთვის და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

“აღნიშნული ქუჩები ქალაქ საგარეჯოს ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული და ფაქტობრივად ამ ადგილებს ათეულობით წლებია არ ჩატარებია რეაბილიტაცია. უფრო მეტიც, აქედან ორი ქუჩა ნალექიან ამინდში მიუვალიც ხდებოდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ფაქტი, რომ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ლოკაციებზე, სადაც არასდროს არ ყოფილა ასფალტის საფარი, ჩვენ მიზნად დავისახეთ და ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რა თქმა უნდა ეტაპობრივად, საჭიროების ხარისხიდან გამომდინარე, მოვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტის მასშტაბით” – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

გაერთიანებულ პროექტს, რომელიც 3 ქუჩის: რობაქიძე, ბარნოვი და 9 ძმის ქუჩის მოწყობას მოიცავს,   ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს”კავკასავტომაგისტრალი” ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულებაც 523 600 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები