27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორონავირუსისგან 1 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები