ჩხოროწყუში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისა და შლამისაგან იწმინდება გზები და არხები.

როგორც ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, სტიქიის ადგილზე იმყოფება და გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. მოსახლეობის საჭიროებებსა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია. ადგილზე მუშაობენ მერიისა და მუნიციპალური სამსახურები.

უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები, ნაპირსამაგრი ჯებირები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები