ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა – მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლების 21-დღიანი გაფიცვა დასრულდა. 

მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
კომპანია IDS Borjomi-ს ადმინისტრაციისა და გაფიცული თანამშრომლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური მედიატორი ანი სამსონია ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები 31 მაისს გაიფიცნენ. ისინი გათავისუფლებული 50 თანამშრომლის აღდგენას, უვადო კონტრაქტებს და ნამუშევარი ორი თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები