ლანჩხუთში გზის რეაბილიტაცია 8 ქუჩაზე მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქალაქის 8 ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები წმინდა ნინოს ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 3 000 000 ლარია. სამუშაოებს კომპანია ,,პალადა” ასრულებს.
 წმინდა ნინოს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები