ბორჯომის გაფიცულმა თანამშრომლებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში “IDS Borjomi”-ს წინააღმდეგ გათავისუფლებული მუშების სახელით სარჩელი შეიტანეს.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ორი სარჩელი შევა, მათგან ერთს კოლექტიური სახე აქვს და  49 გათავისუფლებული თანამშრომლისაა, მეორე კი ასევე გათავისუფლებული გიორგი გაბაშვილი სარჩელი, რომელიც ცალკე სარჩელად დარეგისტრირდება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები მეთხუთმეტე დღეა გაფიცულები არიან. ისინი 50 გათავისუფლებული მუშის აღდგენას, უვადო კონტრაქტებს და ხელფასის მატებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები