მარტვილს დამეგობრებულ პოლონეთის ქალაქ ჩარნკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართა

1-6 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ჩარნკოვის მუნიციპალიტეტში (პოლონეთი), „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართა. 

„ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ჩარნკოვის მუნიციპალიტეტს დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომელი რომან ოდიშარია, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხიდა“ (ხელმძღვანელი პაატა ბართია).

„ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში ჩარნკოვის მერიაში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს. ასევე  გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობდნენ „კოლხიდას“ მოცეკვავეები. 

მარტვილის და ჩარნკოვის მუნიციპალიტეტებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს 2016 წელს მოაწერეს ხელი. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები