გოგი მეშველიანი: გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ამ ქვეყნის შვილობა საამაყოა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და დაუბრუნდება ევროპულ ოჯახს.

„გილოცავთ საქართველოს დღეს!
გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ამ ქვეყნის შვილობა საამაყოა და განსაკუთრებით გილოცავთ, ვისაც სამშობლოსათვის იარაღით ხელში გიბრძოლიათ!
ღმერთმა მოგვასწროს ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას და თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებას!
ნათელი ხსოვნა და მარადიული სასუფეველი საქართველოსთვის თავდადებულ მებრძოლებს!“ – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები