ქობულეთში სადრენაჟე არხები იწმინდება

შპსსაქართველოს მელიორაცია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 9კილომეტრამდე   სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.  

“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები