საქართველოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

საქართველოში გასული ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსისგან 984 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

გასულ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 112 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 101 045, „პისიარ“ ტესტით – 11 519.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.66%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები