ქობულეთში მეორე მსოფლიო ომში ტრაგიკულად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში ტრაგიკულად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთის მერია, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ სამი მეომრის ოჯახის წევრზე,  ერთჯერად, 200 ლარის ოდენობით დახმარებას გასცემს.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები