უხვი ნალექის შედეგად უკანაფშავში მეწყერი ჩამოწვა

გადაუღებელი წვიმის გამო,  უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია.

მეწყერმა ჩაკეტა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჩოხამდე  მისასვლელი გზაც.

ამ ეტაპზე  ყველა იმ სოფელში, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გამოდარებისთანავე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე შესაბამის უწყებებთან ერთად პირადად არის ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები