საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 081 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 341 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 651 322-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.07% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 18, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 517 საიდანაც, 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 234, აჭარაში – 21, იმერეთში – 84. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 103 პირი, მათ შორის, თბილისში – 65, აჭარაში – 15, იმერეთში – 11.439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 240, აჭარაში – 23, იმერეთში – 85. 3 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები