კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა – 287, იმერეთში -72 , გურიაში კი 46

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში, იმერეთსა და გურიაში გამოვლინდა.

თბილისში გამოვლენილია ინფიცირების 287 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 36, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 43, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 16 688 პაციენტი და გარდაიცვალა 7 კოვიდინფიცირებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 644 711 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 608 441, გარდაიცვალა 16 688 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები