ხურვალეთის გადასახვევთან ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 2 მცირეწლოვანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხურვალეთის გადასახვევთან. “კვირას” ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 2 მცირეწლოვანი, რომელთაც ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

არსებული ინფორმაციით, “ნისანის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.
“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები