ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – როგორია 10 მარტის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 645 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.

“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 405 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 631 900-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.09%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა – 69, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 96, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 166, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 211 საიდანაც, 1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 826, აჭარაში – 149, იმერეთში – 354. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 პირი, მათ შორის, თბილისში – 249, აჭარაში – 68, იმერეთში – 95. 35 322 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები