ონის მერია: დათოვლილი გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს დილიდან დაიწყო და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები ონი-შოვის, საგლოლო- ჭიორის და ირის მიმართულებებით.
“ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების სოფლებში: ღები, გლოლა, სომიწო, ბარი, საკაო, იწმინდება როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე სოფლის შიდა საუბნო გზები.
28 იანვარას, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება”, – აღნიშნავენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები