“მცხეთა – Youth Art’’ – კულტურის ცენტრში ხელოვნების ნიმუშების გამოფენა  გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა ,,მცხეთა-Youth Art’’ გაიმართა.
გამოფენა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა არჯევანიძემ გახსნა, რომელსაც პატარა ხელოვანებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი ესწრებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება ადგილობრივი ხელოვანებისათვის, სადაც მათ აქვთ საშუალება გაგვიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს. გვიხარია, რომ მოგვეცა დათვალიერების შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თაობის მიერ შექმნილი ნამუშევრების“ – აღნიშნა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და მასპინძლობს მოსწავლეთა მიერ შექმნილ არაჩვეულებრივ ნამუშევრებს.
აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის გადაწყვეტილებით ნომინაციებში გამარჯვებული 26 მოსწავლე საგანმანათლებლო წრეების უფასო სწავლების ერთწლიან ვაუჩერს მიიღებს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა საჩუქრები მოსწავლეებს პირადად გადასცა.
დიმიტრი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რამდენიმე დღით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოიფინება.

ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები