ადვოკატის თქმით, ქალის ცემაში ბრალდებული პოლიციელი დუმილის უფლებით სარგებლობს
ზუგდიდში, ქუჩაში ქალის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელს გ.ბ-ს ბრალი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) ოფიციალურად წარუდგინეს.
მისი უფლებადამცველის, კობა ტაბაღუას თქმით, ამ ეტაპისთის მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას ინარჩუნებს, თუმცა ამბობს, რომ ბრალდებულმა დეტალებზე შესაძლოა მოგვიანებით ისაუბროს.
მისივე ინფორმაციით, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
„ახლა ინარჩუნებს დუმილის უფლებას, თუმცა შემდეგ შეიძლება დეტალებზე ისაუბროს. რა შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს, ამას ბრალდების მხარის პოზიციიდან გამომდინარე გადავწყვეთ“, – ამბობს ტაბაღუა.
ინფორმაციისთვის, 25 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს. კადრები ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არის გადაღებული. საქართველოს პროკურატურამ ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა.