დღეს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

“თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები