დიდთოვლობის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დიდთოვლობის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ოზურგეთში მთელი ღამის განმავლობაში, გზები თოვლის საფარისგან იწმინდებოდა. ჭარბი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტში, გზებზე არის მომეტებული საფრთხე და შეფერხებები. მერია თანმიმდევრულად, არსებული ტექნიკური რესურსით, ინტენსიურად ახორციელებს გზების გაწმენდას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომელიც დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.
თავის მხრივ, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები მუშაობენ ცალკეულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
ვთხოვთ თანამოქალაქეებს, თვალი მიადევნონ ინფორმაციას გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პერიოდულად განახლდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და მასთან დაკავშირებულ გვერდებზე და გაითვალისწინონ აღნიშნული ინფორმაცია ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 511 240 040” – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები