გორის მერიამ 2021 წელს კვლევები, მედიკამენტები და სამედიცინო პროცედურები 2640 ბენეფიციარს დაუფინანსა

გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას.
გასულ 2021 წელს ჯანდაცვის მიმართულებით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 037 537 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხით, საჭირო კვლევები, მედიკამენტები და სამედიცინო პროცედურები 2640 ბენეფიციარს დაუფინანსდა.
გორის მერიისგან დახმარება გასულ წელს მიიღეს:
• დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა;
• იშვიათი დაავადებების მქონე, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების, გლუტენის დაავადების მქონე, ასევე, კანის ქრონიკული ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებით დაავადებულმა პაციენტებმა;
• სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით);
• ონკოლოგიურმა პაციენტებმა;
• ეპილეფსიითა და პარკინსონიზმით დაავადებულმა პირებმა;
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, ფარისებრი ჯირკვლისა და გლაუკომის დაავადებების მქონე პაციენტებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით);
• სქოლიოზით დაავადებული ბავშვები (0-დან 18 წლამდე 0-დან 120 000 სარეიტინგო ქულით);
აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება ჯანდაცვის ყველაზე მოთხოვნად სერვისებზე, კერძოდ:
• ონკოლოგიური პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 500 ლარამდე;
• სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები – 400-დან 500 ლარამდე;
• მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში გაიზარდა 100-დან 200 ლარამდე;
პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. ბმულზე:https://drive.google.com/file/d/1XcLAofxKENUSbv67pEYX0SiZKZO1kTRn/view?usp=sharing

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები