თბილისში გამოვლინდა 3 479, აჭარაში – 587, იმერეთში – 434 – 14 იანვრის ეპიდვითარება დედაქალაქსა და რეგიონებში

საქართველოში კოვიდსტატისტიკა კვლავ მზარდია. გასულ 24 საათში დადასტურებული 5 567 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა – 3 479 შემთხვევა, შემდგომ აჭარაში – 587 და იმერეთში – 434. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა – 587, იმერეთი – 434, ქვემო ქართლი – 159, შიდა ქართლი – 254, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც:

4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 852, აჭარაში – 596, იმერეთში – 797.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 128, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 45, იმერეთში – 25.

2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 300 – თბილისში, 539- აჭარაში.

39 853 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები