ოჯახში ძალადობისთვის დაკავებულ არჩილ ყაზაიშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის, თანაშემწეს, არჩილ ყაზაიშვილს, რომელიც ორი დღის წინ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

როგორც “კვირას” ყაზაიშვილის უფლებადამცველმა მერაბ ფუტკარაძემ განუცხადა, გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვრა.

ადვოკატის თქმით, ყაზაიშვილს მედიასთან კომუნიკაცია არ სურს და კომენტარის გაკეთება მასაც აუკრძალა. დაკავებული ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყაზაიშვილი ციხეს აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები