ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე, არჩილ ყაზაიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

“არჩილ ყაზაიშვილი ნამდვილად დაკავებულია, ის ჩვენთან ზუსტად ერთი თვეა მუშაობს, მანამდე საჯარო სამსახურში მერაბ ჭანუყვაძის დროს იყო დასაქმებული. ყაზაიშვილი ჭანუყვაძის მოადგილე იყო, როდესაც ის გურიის სახელმწფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. რაც შეეხება წაყენებულ ბრალს, ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი რა მუხლით არის დაკავებული”, – განუცხადეს “კვირას” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები