ოზურგეთში აქციაზე “ნაცმოძრაობის” 2 დეპუტატი დააკავეს

ოზურგეთში აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ორი დეპუტატი – ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავეს.

აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებდნენ და აქციას ოზურგეთი-ჩოხატაურის მაგისტრალზე მართავდნენ. მათ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეუერთდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 2 მათგანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები