კახეთისა და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, საახალწლო საჩუქრები რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს, კახეთისა და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, საახალწლო საჩუქრები რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, თანამშრომლების მიერ პირადი სახსრებით შეძენილი სურსათ-სანოვაგე, ტკბილეული და სათბობი შეშა თელავში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და ყვარელში ასევე, გარდაბანსა და ბოლნისში მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს.
საახალწლო ტკბილეული და სათბობი შეშა ამბროლაურში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს კი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს. ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა ოჯახმა საახალწლო საჩუქარი მცხეთა -მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებისგან მიიღეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები