საგამოძიებო სამსახურმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორის, მცხეთის, ქარელის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 15 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფელ წითელუბანში სტუმრობისას, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – სოსო რამიშვილმა და მოადგილემ – ვაჟა ფანოზიშვილმა, მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს საახალწლო საჩუქრები და აუცილებელი საკვები პროდუქტების კალათა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საჩუქრები დაურიგეს საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფლებში – დირბში, კირბალსა და დვანში მცხოვრებ მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ფარესეიშვილმა მოინახულა მცხეთის რაიონში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, მათ შორის, ორი 6 შვილიანი ოჯახი. გორში მცხოვრებ 7 შვილიან ოჯახს საგამოძიებო სამსახურის საახალწლო საჩუქრები უწყების უფროსის მოადგილემ – იგა ზაალაშვილმა მიართვა.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების წინასაახალწლო დასაჩუქრების მრავალწლიანი ტრადიცია საგამოძიებო სამსახურის ინიციატივაა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სოლიდარობის წახალისებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები